Politico: აშშ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ არ გააკრიტიკოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

ანალიტიკური გამოცემა Politico-ს თანახმად, აშშ ცდილობს დაითანხმოს უკრაინის ხელისუფლება, რათა კიევმა შეწყვიტოს რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კრიტიკა. საკუთარ ოთხ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სადავო გაზსადენის თაობაზე ბერლინთან მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებების პერიოდში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სთხოვდა უკრაინას, არ გამოეხატა საკუთარი უთანხმოება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე. „ასეთი მოწოდებით უკრაინა არ არის აღფრთოვანებული“, - წერს Politico. სტატიას უკვე მოჰყვა კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიამ აღნიშნა, რომ ამ „ისტორიას არ განხილავენ შავ-თეთრ ფერებში“, ვინაიდან ცნობილია, თუ რა დიდ რესურსებს ხარჯავს რუსეთი სიტუაციის თავის სასარგებლოდ წარმოჩენაში. „მიუხედავად ამისა, უკრაინა სხვადასხვა სიგნალს იღებს სხვადასხვა დონეზე და ასევე სხვადასხვა დონეზე გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ არ დავუშვათ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის რეალიზება იმ სახით, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს“, - დასძინა პოდოლიამ. ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანები არიან იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში 16 ივლისს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. მოლაპარაკებებზე რუსეთთან ურთიერთობა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ბედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასა და შეერთებულ შტატებს განსხვავებული შეხედულება აქვთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ, ბერლინი უკრაინას მაინც განიხილავს რუსული გაზის ტრანზიტულ ქვეყნად. „"ჩრდილოეთის ნაკადი 2" არის დამატებითი პროექტი, რომელიც არ წარმოადგენს უკრაინის გავლით ტრანზიტის (გაზის) ჩანაცვლების პროექტს. ნებისმიერ სხვა ვარიანტს, ცხადია, შეუძლია შექმნას მეტი დაძაბულობა”, - განაცხადა ანგელა მერკელმა. ...
წყარო
  • VIP

Anukela

თბილისი
  • 3 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 13 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 35 წუთის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 5 საათის წინ

M i a k o

თბილისი
  • 40 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ellaa

ბათუმი
  • 2 საათის წინ