საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებენ

საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი, COVID19-ის პანდემიისა და მასთან ბრძოლის გზებზე საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. მიმართვის ტექსტი მათ რადიო თავისუფლებას მიაწოდეს. მიმართვაში, რომელსაც 21 მედმუშაკი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ პანდემიის დამარცხებას ცალ-ცალკე ვერ შეძლებს ვერცერთი ჯგუფი, მათ შორის ვერც მთავრობა, ვერც ექიმები და ვერც მოსახლეობა, ამიტომ ისინი მიმართავენ საზოგადოებას და აცხადებენ, რომ პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა. ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, პირველი რიგში, ხაზგასმულია მასობრივი ვაქცინაციისა და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურ დაცვაზე: „ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისა და დაავადების მძიმე ფორმებისგან, რაც დასტურდება მინიმუმამდე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელით, უკვე გაკეთებული 3.5 მილიარდი აცრის მონაცემებით. ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაში. გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება. აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს და იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა. ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებს, არის დეზინფორმაცია. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნა, რაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, თუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებას“. როგორც მეცნიერთა ჯგუფი და ექიმები აღნიშნავენ, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად. მიმართვის ავტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, ყველა შეკითხვას, რომელიც კი საზოგადოებაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წარმოიქმნება, დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი გასცენ. მიმართვას ხელს აწერენ: სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანი...
წყარო

Inna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Gio

თბილისი
  • 23 დღის წინ
  • VIP+
  • 100%

Tako

თბილისი
  • 15 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 11 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 8 საათის წინ

Dominantka!

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 4 დღის წინ

ნენე

თბილისი
  • 18 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 15 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 26 დღის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 10 საათის წინ