ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მიგრანტთა უფლებების შემზღუდავ კანონს

ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზღუდავს მიგრანტთა უფლებებს და აჩქარებს თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების განხილვის პროცესს, იმ ფონზე, როცა ლიეტუვის საზღვართან ბელარუსიდან გადასული მიგრანტების მოზღვავებაა. მიმდინარე წელს ლიეტუვაში ბელარუსიდან უკანონოდ შევიდა 2.100-მდე მიგრანტი, აქედან 1.400 მხოლოდ მიმდინარე თვეში - იუწყება ლიეტუვის სასაზღვრო სამსახური. ამ ნაბიჯს აღიქვამენ მინსკის შურისძიებად, ევროკავშირის მიერ ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას რეპრესიული რეჟიმისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გამო. პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კანონს ხელი მოაწერა, თუმცა მას "ნაკლოვანი" უწოდა და პარლამენტს მიმდინარე წელს მასში ცვლილებების შეტანა სთხოვა. კანონი, რომელიც ლიეტუვის პარლამენტმა 13 ივლისს მიიღო, ითვალისწინებს მიგრანტების დაკავებას ექვს თვემდე ვადით, და მათ ურთულებს საჩივრების შეტანას თავშესაფრის თხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში. 141 ადგილიან პარლამენტში კანონს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ერთი წინააღმდეგი იყო, 58-მა თავი შეიკავა. ნაუსედას თქმით, კანონზე ვეტოს დადება "სრულიად არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა წარმომშობ ქვეყნებს". მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ კანონის თანახმად თავშესაფრის თხოვნის განაცხადები 10 დღის ვადაში უნდა იქნეს განხილული, რათა სწრაფად მოხდეს რამდვილი ლტოლვილების განცალკევება ეკონომიკური მიგრანტებისგან. ...
წყარო

Nino

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nea

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 20 დღის წინ

Марина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 9 საათის წინ

ანუკი

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nanuka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 3 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 26 დღის წინ