ელისაშვილი სექსისტური განცხადებით გამოეხმაურა დეპუტატ ნონა მამულაშვილის მოქმედებას

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში სექსისტური განცხადებით შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნონა მამულაშვილის მოქმედება. „არც ის მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა. კარგით ახლა, პარლამენტის წევრი, რომ ხარ, ფეხზე, რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი, რომ ხარ“, - თქვა ელისაშვილმა. დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა ენმ-ის წევრის თინა ბოკუჩავას მიმართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შალვა პაპუაშვილის მოქმედება. „ისევე, როგორც აღმაშფოთებელი იყო, პაპუაშვილი, როგორც მოექცა თინა ბოკუჩავას. არაფერში არ წერია ეს. ქალს, რომ მოკიდებ კისერში, მოგვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ლამის ძირს, ესეც არაფერში არ წერია“, - მიიჩნევს ელისაშვილი. პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე გამოდიოდა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 16 დღის წინ

Кира

თბილისი
  • 17 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 28 დღის წინ

Sofo

თბილისი
  • 3 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ника

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 20 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 10 საათის წინ