არის რისკი, რომ მომდევნო დღეებში უფრო მეტ ბავშვს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ბავშვებში იმატა როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც. პედიატრიული კლინიკები თითქმის გადატვირთულია. საჭირო გახდა დამატებითი საწოლების მობილიზებაც. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს ორი ახალშობილი ემსხვერპლა. მათგან ერთი დელტა, მეორე კი ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული. იქნებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსის მეოთხე ტალღის სამიზნე და საშუალოდ რამდენი ბავშვი ინფიცირდება ქვეყანაში ყოველდღიურად, "ლაივპრესი" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორს, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ივანე ჩხაიძეს ესაუბრა. ლაივპრესი: პანდემიის გარკვეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ბავშვები ნაკლებად ინფიცირდებოდნენ და ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობდა დაავადება. დღეს ამ მხრივ გარკვეულწილად დრამატულია სურათი. პედიატრიული განყოფილებები გადაიტვირთა. რატომ მოხდა ასე? ივანე ჩხაიძე: შეფასება კორონავირუსის, რომ ის უფრო აზიანებს მოზრდილებს და შედარებით ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, ახლაც არ შეცვლილა. თუ ინფიცირებული მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას შევადარებთ, რამდენია ბავშვების ხვედრითი წილი, მართლაც ძალიან ცოტაა. საქართველოში ეს პროცენტული მაჩვენებელი 9,5-10%-ია ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის. ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით მაღალია და იქ ზუსტი სტატისტიკაა და ეს მონაცემი 14,2%-ია. ბავშვები ნამდვილად არ წარმოადგენენ კორონავირუსის სამიზნეს. თუმცა ერთია ინფიცირებული ბავშვების ჯამური რაოდენობა და მეორეა, თუ რამდენად მძიმეა ამ ბავშვებში დაავადების მიმდინარეობა. კორონავირუსის დელტა ვარიანტმა გარკვეული როლი ითამაშა, ვინაიდან ახლა სერიოზული პრობლემაა არა ჯამური რაოდენობა ინფიცირებული ბავშვების, არამედ სიმძიმე. კორონავირუსის დელტა ვარიანტისთვის დამახასიათებელია ახალგაზრდებში და ბავშვებში უფრო მეტი გავრცელება, უფრო მეტი აგრესიული მიმდინარეობა. უფრო მეტად იწვევენ ისინი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას. ლაივპრესი: რაში გამოიხატება დელტა შტამის აგრესიულობა? ბავშვებში როგორ ვლინდება? ივანე ჩხაიძე: აგრესიულობა გამოიხატება იმაში, რომ თუ ადრე, ასე ითვლებოდა, 100 ბავშვიდან 3 შეიძლება მოხვედრილიყო საავადმყოფოში მდგომარეობის სიმძიმის გამო ჩინური ვარიანტის დროს, ახლა ორჯერ და სამჯერ უფრო მეტია ამ ბავშვების რაოდენობა. ასიდან შეიძლება ათს დასჭირდეს საავადმყოფოში მოხვედრა. ეს ზუსტი ციფრი არ არის, უბრალოდ შედარებისთვის მინდა გითხრათ. ლაივპრესი: ბრიტანული შტამით ინფიცირებული ბავშვიც გარდაიცვალა საქართველოში.. ივანე ჩხაიძე: დიახ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დელტა ვარიანტი დომინანტია ჯერჯერობით, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ...
წყარო

Natali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Nia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vip gogo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 2 საათის წინ

Irinka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 13 თვის წინ