ქემოკლიძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად არველაძის დასახელება ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ვეტერანი ფეხბურთელის არჩილ არველაძის თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ შეკითხვას უპასუხა „პალიტრანიუსის" ეთერში კახა ქემოკლიძემ, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, ქემოკლიძე პასუხობს: „ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ". პოლიტიკოსმა დაამატა, რომ განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მან არჩილ არველაძის შესახებაც ილაპარაკა: „მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება". მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი ძალა, მათ შორის, კახა კალაძისთვის. თბილისის მოქმედი მერი მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაასახელა დედაქალაქის მერობის კანდიდატად. ...
წყარო

Lora

თბილისი
  • 5 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anano

ბათუმი
  • 4 საათის წინ

თათო

ქუთაისი
  • 11 დღის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Кира

თბილისი
  • 15 დღის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 7 წუთის წინ