სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: აშშ-ის დიდი სურვილია უკრაინასთან ურთიერთობის გაღრმავება

აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ძლირი სურვილია უკრაინასთან კავშირების გაღრმავება და გაძლიერება, და სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობა "უდიდესი მნიშვნელობისაა" კიევის მხრიდან ნატოსთან კავშირის გაღრმავებისთვის - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება, "ბევრი საერთო ინტერესი" იქნება წამოჭრილი. თეთრმა სახლმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ ეს შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. შოლე კიევში 21 ივლისს იმყოფებოდა, და მისი ვიზიტისას განსახილველი თემები იყო აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, რეგიონში რუსეთის მოქმედებასთან დაპირისპირების გზები და ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები. შოლეს თქმით, ჯო ბაიდენის "დიდი სურვილია ამ ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება". შოლემ ხაზი გაუსვა აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის ნაბიჯების გამო უკრაინის საზღვართან - რუსეთის მიერ საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერება "ჩვენთვის შეშფოთების საგანია", თქვა მან და დასძინა, რომ ბაიდენმა ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გასულ თვეში ჟენევაში გამართულ სამიტზე წამოჭრა. უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში მეშვიდე წელია მიმდინარეობს კონფლიქტი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს და სამთავრობო ძალებს შორის. ...
წყარო

Svetlana

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Samantha

თბილისი
  • 16 დღის წინ

Qeta

თბილისი
  • 18 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 10 დღის წინ

ნატალი

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 24 დღის წინ

ნიცა ნიცა

თბილისი
  • 2 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 10 საათის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 15 საათის წინ