ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით დეპუტატ ქალებზე ძალადობის საკითხი პარლამენტის გენდერულმა საბჭომაც გაარკვიოს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ იმსჯელოს იმაზე, იყო თუ არა ძალადობა 18 ივლისს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებზე თინა ბოკუჩავაზე, ნონა მამულაშვილსა და ანა წითლიძეზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტები. ნინო წილოსანის თანახმად, სხდომაზე მიიწვევენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც 22 ივლისს პარლამენტში არ შეუშვეს. „შევიკრიბოთ დახურული სამუშაო ფორმატის ფარგლებში და მე დაგიმტკიცებთ და ჩვენს არგუმენტებს წარმოგიდგენთ, ისევე როგორც მოვისმენ თქვენს არგუმენტებს, რატომ იყო ეს თქვენი მოსაზრებით ქალზე ძალადობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ ინიციატივის გაჟღერებისას მან თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების დისკრედიტირებით არიან დაკავებულები: ასევე ნახეთ თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა „განცხადებით, რომ ქალს არავინ უნდა შეეხოს მაშინაც კი, როდესაც ქალი შეიძლება დანაშაულს ჩადის და როდესაც მანდატური ცდილობდა მის გამოყვანას, ამითი თქვენ გინდათ, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოთ ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს და საზოგადოება განაწყოთ, რომ ქალს თურმე ყველაფრის უფლება აქვს და ეს არის ყველაზე ცუდი შემოტრიალება ამ საკითხის, რომელიც შეიძლებოდა გაგეკეთებინათ“, - მიმართა ნინო წილოსანმა ბიუროს სხდომაზე მყოფ დეპუტატებს ხატია დეკანოიძეს და ხათუნა სამნიძეს. три ნინო წილოსანის ინიციატივაზე გამოხმაურებისას თავის მხრივ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ გენდერული საბჭო იმისთვის უნდა იქნას გამოყენებული, რომ ერთმანეთს დაუმტკიცონ, ვინ არის მართალი: „დავუმტკიცებთ და დაგიმტკიცებთო, ასეთი ფრაზა თქვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკურ-პარტიული საკითხი, როდესაც გენდერულ საკითხებზე ვლაპარაკობთ? ეს არ არის პარტიული საკითხი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ დაარღვიოს დუმილი ქალ დეპუტატზე ძალადობის გამო 18 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდეცას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისთვს ემზადებოდა, პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინა ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დეპუტატმა ქალებმა მომხდარ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 4 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Gvanci

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

ნატალი

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Anamaria

თბილისი
  • 21 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 27 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP+

Nina

თბილისი
  • 2 საათის წინ

ლიკა

თბილისი
  • 9 დღის წინ