აშშ-მა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე, კონგრესი გამოხატავს წინააღმდეგობას

აშშ და გერმანია აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სახელით ცნობილი პროექტის დასრულებას - კამათის საგნად ქცეულ, რუსეთის გაზის მილსადენს ევროპისკენ, რომელიც, მოწინააღმდეგეების თქმით, ძირს უთხრის უკრაინის, და აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება ამ შეთანხმების გამო კონგრესისგან, რომელმაც ორჯერ, და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო ამ პროექტის შეჩერებისკენ მიმართული სანქციები. 21 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აშშ და გერმანია ამბობენ, რომ შეთანხმდნენ ზომების პაკეტზე, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესაძლებლობაზე, რაც მიზნად ისახავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტით უკრაინის ბიუჯეტიზე, თუ ეროვნული უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის შემცირებას. "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რომელიც შედგება ორი პარალელური, 1.230 კილომეტრის სიგრძის მილსადენისგან, გეგმავს რუსეთის ბუნებრივი აირის გერმანიაში ჩატანას ბალტიის ზღვის გავლით, უკრაინისთვის და პოლონეთისთვის გვერდის ავლით - რაც უკრაინას პოტენციურად ართმევს 2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ყოველწლიურ სატრანზიტო შემოსავალს. კრიტიკოსების თქმით, ეს პროექტი ძირს უთხრის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან რუსეთი შეძლებს თავისი მეზობლის მიმართ კიდევ უფრო აგრესიულად მოიქცეს, თუკი მასზე დამოკიდებული არ იქნება გაზის ტრანზიტის კუთხით. ...
წყარო

B a b i

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Ekuna

თბილისი
  • 18 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 5 დღის წინ

Tatia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Valentina

ბათუმი
  • 18 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 7 დღის წინ

Inna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Naniko

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Lana

თბილისი
  • 57 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ