ვეტერანთა შეურაცხყოფისა და ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის პროპაგანდისთვის თეატრ „სოვრემენნიკს“ პროკურატურაში უჩივლეს

რუსეთის საზოგადოებრივმა მოძრაობა „რუსეთის ოფიცრებმა“, გენერალურ პროკურატურასა და მოსკოვის მერიაში თეატრ „სოვრემენნიკის“ სპექტაკლ „პირველი პურის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. „რია ნოვოსტის“ თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული სპექტაკლი „უკიდურეს უპატივცემულობას ამჟღავნებს სამშობლოს დამცველებისადმი“, მასში „გადაჭარბებულად“ არის გამოყენებული „არანორატიული ლექსიკა“ და ადგილი აქვს ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის „დაუფარავ პროპაგანდას“. ორგანიზაციის წევრები ასევე ამტკიცებენ, რომ ვეტერანთა შეურაცხყოფას შეიცვას სპექტაკლის მთავარი გმირი ქალის მონოლოგი, რომელსაც ამ როლის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი, ლია ახედჯაკოვა, კითხულობს. ორგანიზაცია „რუსეთის ოფიცრები“ მოითხოვენ, რომ 23 ივლისამდე, მეორე ჩვენებამდე, შეიცვალოს სპექტაკლი, რომლის პრემიერა 19 ივლისს გაიმართა. სპექტაკლი „პირველი პური“ რინატ ტაშიმოვის პიესის მიხედვით თეატრ „სოვრემენნიკში“ პოლონელმა რეჟისორმა ბენიამინ კოცმა დადგა. ...
წყარო

Ina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 14 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nanuka

თბილისი
  • 15 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 3 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nati

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 12 საათის წინ