თავდაცვის მინისტრი პრემიერის გადადგომაზე - როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს შეკითხვა?

თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს უკვირს, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს შეკითხვა პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რაც 5-6 ივლისის მოვლენებს შეეხება. ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პრემიერმა 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უპასუხა „როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს, როდემდე შეიძლება?“ ჟურნალისტებმა მინისტრს მიუგეს, რომ „მანამ სანამ ჟურნალისტები ვართ ამ ქვეყანაში“. ამ პასუხის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა რომ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია ასობით პირი.“ „გასაგებია მაგრამ, უნდა ვიცხოვროთ რეალობაში, ყოველდღიურ რეალობაში, მანამ სანამ ჟურნალისტები ვართ უნდა ვიკითხოთ, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, იცით თქვენ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულია ათობით და ასობით პირი. სამართლებრივად თუ მეკითხებით, სამართლებრივად გამართულია თუ არა პროცესი? სამართლებრივი კითხვა დამისვით მაშინ - ვინ არის ორგანიზატორი და რა დანაშაული მიუძღის, არ გინდათ რომ მიპასუხოთ, ვინ არის ორგანიზატორი და რა დანაშუალი მიუძღვით მათ?“ ჟურნალისტები: კოტე მოროშია, ზურა მახარაძე, რომლებიც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ. „უყურეთ, სამართლებრივ კითხვას მისვამთ და მეც გეკითხებით, თქვენი კითხვა რომ გავმართოთ სამართლებრივად, ვინ არის ორგანიზატორი, რა დანაშაული მიუძღვის? მითხარით კონკრეტულად რა დანაშაული მიუძღვის და რაზე არ მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება?“,- უპასუხა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჟურნალისტები: დაორგანიზება „არა გაქვს ამაზე პასუხი“,- თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ და წავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, მედიასთან კომენტარი ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთა. ღონიძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმაც მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიაზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ჟურნალისტები ორგანიზებული აქციებითა და პერფორმანსებით, სტუდიების გარდა, ქუჩიდანაც ცდილობენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას და ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 18 დღის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 19 საათის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 16 საათის წინ

Natuka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Niaa

თბილისი
  • 14 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 4 დღის წინ

თათო

ქუთაისი
  • 11 დღის წინ
  • VIP

Наташа

თბილისი
  • 13 საათის წინ