პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოკუჩავას აგრესიის აღკვეთა მისი მორალური ვალდებულებაც იყო

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავასგან მოითხოვა რეაგირება 18 ივლისს, პარლამენტში შს-თა მინისტრის მოსმენის დღეს მომხდარ ინციდენტზე. 18 ივლისის საბოლოოდ ჩაშლილ სხდომაზე, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლის დაწყებისთანავე ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და თბილისში 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა სპიკერის ადგილისკენ მიმავალი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალით გაიყვანა. ასევე ნახეთ თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა „ბატონო კახა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ან უნდა იცოდეთ, და სხვას არ მივმართავ ამ შემთხვევაში, რომ ქალზე შეხება და ესეთი ფორმით ქალზე ძალადობა უბრალოდ, არის წარმოუდგენელი“, - მიმართა ბიუროს სხდომაზე დეკანოიძემ კუჭავას და დაამატა, რომ როცა პარლამენტისგან მსგავს ფაქტებზე რეაგირება არ ხდება, ეს წაახალისებს ქუჩაში ძალადობას და "წყალში იყრება" თავად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონებიც: „საერთოდ, რა აზრი აქვს იმას, თუ თქვენთან მოსაახლოებლად და დასალაპარაკებლად დეპუტატს შეუძლია იღლიებში ხელი ამოსდოს ქალს და ფიზიკურად გაათრიოს". ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ დაარღვიოს დუმილი ქალ დეპუტატზე ძალადობის გამო პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავაზე ძალადობა უარყო და ხატია დეკანოიძეს მიმართა, რომ "ძალადობა არ შეიძლება არც ქალზე, არც კაცზე, არც არავიზე". პაპუაშვილის თქმით, ის, რაც 18 ივლისს პარლამენტის სხდომაზე ხდებოდა, პროტესტის გამოხატვა არ ყოფილა: „თქვენ როცა საუბრობთ, რომ სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა, ეს არის საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება თითქოს, ეს არის ტყუილი". "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ აგრესია თავად თინა ბოკუჩავასგან მოდიოდა და ამიტომ ცდილობდა მის შეკავებას მანდატურის სამსახურის ორი თანამშრომელი, ზოგადად, სქესს ამოფარება კი, არასწორი ქმედებაა: "ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა". როგორც პაპუაშვილმა თქვა, ბოკუჩავას აგრესიის აღკვეთა იყო არა მხოლოდ მისი უფლება, არამედ "მორალური ვალდებულებაც". პარლამენტის სხდომაზე 18 ივლისს მომხდარი ინციდენტი ოპოზიციას ეთიკის საბჭოში აქვს გასაჩი...
წყარო

Lilu

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sofo varketili

თბილისი
  • 53 წუთის წინ

Ana

თბილისი
  • 3 დღის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 6 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Нора

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Dominantka!

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 57 წუთის წინ
  • VIP

Kato

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 1 საათის წინ