რუსეთი ევროპის სასამართლოში უჩივის უკრაინას და კიევს „ბოინგ MH17“-ის ჩამოგდებასა და ადამიანების დაღუპვაში ადანაშაულებს

რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ათპუნქტიანი სარჩელით მიმართა, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებას მალიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ MH17“-ის ჩამოგდებასა და ადამიანების დაღუპვაში ადანაშაულებს. რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შედგენილ პრეტენზიებს შორისაა ასევე 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენების, ოდესაში პროფკავშირების სახლში მომხდარი ხანძრისა და დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ადამიანების დაღუპვა, სხვაგვარად მოზროვნეთა დევნის პრაქტიკა, არასასურველი მედია საშუალებების დახურვა და რუსეთის ბიზნესის დისკრიმინაცია. რუსეთის გენერალურ პორკურატურაში აღნიშნავენ, რომ „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ“, ესაა რუსეთის ხელისუფლების მიერ ევროპის სასამართლოში შეტანილი პირველი საერთაშორისო საჩივარი, რომელიც მიზნად ისახავს „ევროპული სასამართლოს და მთელი მსოფლიოს ყურადღების მიყრობას“ უკრაინის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევების ფაქტებზე. სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც „ბოინგ MH17"-ის კატასტროფას შეეხება, რუსეთი ამტკიცებს, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება კიევს, რომელიც „გაყალბებულ მტკიცებულებებს აწვდის სასამართლოს ამ კატასტროფაში თავისი დანაშაულის რუსეთისათვის გადაბრალების მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის პროკურატრის პრეს-რელიზში. სა2014 წლის 17 ივლისს უკრაინელ სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. უმრავლესობას ნიდერლანდის მოქალაქეები შეადგენდნენ. ბრალდებულია ოთხი ადამიანი, რომელთაც სეპარატისტებთან ჰქონდათ კავშირი. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინის. ნიდერლანდში სასამართლო 2020 წელს დაიწყო. გამოძიება დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია სარაკეტო სისტემით, რომელიც რუსეთის სამხედროებს ეკუთვნოდათ. ჯერჯერობით არ არის ცხადი, ვინ გასცა თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება. ასევე არაა ნათელი, განზრახ ჩამოადგეს სამგზავრო თვითმფრინავი თუ შეცდომით. ...
წყარო

Ina

თბილისი
  • 23 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 8 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

ბათუმი
  • 19 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 10 დღის წინ

Кира

თბილისი
  • 9 დღის წინ

Dako

გორი
  • 14 დღის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktorya

თბილისი
  • 6 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 7 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ