ივანე ჩხეიძე: სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით ყოველდღიურად 150-200 ბავშვი ინფიცირდება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 150-200 ბავშვი ინფიცირდება, რაც მისი თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. "თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტია ბავშვი, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება", - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. „ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ბავშვი იქნება ინფიცირებული, მათ შორის გვაქვს მოლოდინი, რომ მათ შორის იქნება მძიმე მდგომარეობაც. ამ მხრივ მზადება პედიატრიული კლინიკების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბოლო დროს პედიატრიულ საავადმყოფოებში ბავშვთა მიმართვიანობამ მოიმატა და მძიმე მდგომარეობის გამო სულ უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციასაც: „სამწუხაროდ ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევა, ერთი განპირობებული კორონავირუსის ალფა, მეორე კორონავირუსის დელტა ვარიანტით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ, რომლის თანახმადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის ახალგაზრდებსა და ბავშვებში უფრო მეტად გავრცელების თავისებურება, რაც მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევებითაა დადასტურებული: „ამ თავისებურებამ განაპირობა კიდეც საქართველოში აუცილებლობა დამატებითი პედიატრიული საწოლების გამოყოფის, რაც რამდენიმე კლინიკის მაგალითზე უკვე აისახა. იყო კლინიკები, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის დროს მუშაობდნენ კორონავირუსით ინფიცირებული პედიატრიული პაციენტების მისაღებად, შემდეგ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ რეჟიმს. შემდეგ გახდა აუცილებელი მათ ისევ შეეცვალათ პროფილი, რომ მიეღოთ კორონავირუსით ინფიცირებული პედიატრიული პაციენტები“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, პედიატრიული საწოლები მაქსიმალურადაა გამოყენებული და არც ერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისთვის არ არსებობს. იგი ამბობს, რომ პრობლემა გაჩნდება, თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და 4-5 ინფიცირებულს მიაღწევს დღეში, როგორც ეს ნოემბერ-დეკემბერში იყო. ივანე ჩხაიძის თქმით, დღეისათვის ქვეყანაში 1400 საწოლია თავისუფალი. ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე გამოთქვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ აგვისტოში საქართველოში კორონავირუსის დელტა ვარიანტი იქნება დომინანტური: „ბოლო მონაცემებით უკვე საქართველოში კორონავირუსის დელტა ვარიანტით 40 პროცენტი ინფიცირდება, რაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას ახასიათებს 2-3 კვირაში შემთხვევების გაორმაგების უნარი, ძალიან დიდი ალბათობით უკვე აგვისტოს თვეში საქართველოში დელტა ვარ...
წყარო

Irinka

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mariana

თბილისი
  • 15 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 17 დღის წინ
  • VIP

Lizi varketili

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 3 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ela

თბილისი
  • 8 საათის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 11 თვის წინ