საპატრიარქოს განცხადებით, ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ უარი თქვან მედიასთან კომუნიკაციაზე

ტელეარხებთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საპატრიარქო და აცხადებს, რომ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან. „მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“, - მიმართავს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრებს. საპატრიარქოს განცხადებაში განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს. როგორც ის აღნიშნავს, „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო“. განცხადებაში გამოყოფილი არიან „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ და მათ საპატრიარქო ადანაშაულებს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფაში. მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, საპატრიარქო განმარტავს: „საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე)“. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

ზიზი

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Luda

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Tako

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Marishka

თბილისი
  • 20 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 16 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 20 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 23 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Кира

თბილისი
  • 9 დღის წინ