თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და დაბრუნებას არ აპირებს

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. три მიკროფონის წართმევის შესახებ თეა წულუკიანი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე წერს და ამბობს, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს: „დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“, - წერს თეა წულუკიანი. три თეა წულუკიანს "ფეისბუკში" გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. "გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა...რა და ჩვენი მიკროფონი. ps. სერიოზული კომენტარი როგორ უნდა მიუძღვნა ამ დარტყმულს. სერიოზულად იმასაც კი ვერ დავწერ, რომ მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა და მედიის საქმიანობაში ხელშეშლა. ღმერთო დაიცავი საქართველო", - წერს ნიკა გვარამია. три თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. ...
წყარო

Likuna

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 11 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

თათო

თბილისი
  • 26 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 24 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 1 საათის წინ